
გთავაზობთ მაგთი ფიქსის ანგარიშის შევსების რამდენიმე გზას:
მონო ბარათის გააქტიურებით: გადაფხიკეთ დამცავი საფარი, ამოიკითხეთ მის ქვეშ მოთავსებული მონო-ბარათის კოდი, ტელეფონზე აკრიფეთ # ან 12, კოდი და დააჭირეთ ტელეფონის ღილაკს
. დაელოდეთ დადასტურებას - "ბარათი გააქტიურდა". ამგვარად, მონო-ბარათზე აღნიშნული თანხა ავტომატურად დაირიცხება თქვენი ნომრის ანგარიშზე.
მონო-ბარათით მაგთი ფიქსის ანგარიშის შევსება შესაძლებელია მაგთისა და ბანის ნომრებიდანაც : მაგთის ან ბანის ქსელში ჩართული მობილური ტელეფონიდან აკრიფეთ: # ან 12, მონო-ბარათის კოდი, მაგთი ფიქსის აბონენტის (ვისაც უვსებთ ანგარიშს) 8-ნიშნა ნომერი (90XXXXXX), ღილაკი
. და დაელოდეთ დადასტურებას.
მაგთი ფიქსის ანგარიშის შევსება შესაძლებელია ბალის ნომრიდანაც, (მხოლოდ USSD-ს საშუალებით)
მაგთიკომის მომსახურების ოფისში გადახდით: ბალანსის შესავსებად ოფისებში შეგიძლიათ გადაიხადოთ თანხა, არანაკლებ 5 ლარისა.
მაგთის, ან ბალის ნომრიდან თანხის გადარიცხვით: იმისათვის, რომ მაგთი/ბალის ნომრიდან ფიქსის ანგარიშზე გადმორიცხოთ თანხა, მობილურიდან უნდა აკრიფოთ: # ადრესატის ნომერი (890XXXXXX) # თანხა (მინიმუმ 1, მაქსიმუმ 99 ლარი) OK.
ყოველი გადმორიცხვისას, თანხის მიუხედავად, გადამრიცხავს და მიმღებს ჩამოეჭრება 15-15 თეთრი.
სწრაფი გადარიცხვის აპარატებიდან: სწრაფი გადახდების ნებისმიერი პუნქტიდან (tbc pay, osmp და ა.შ.) შეგიძლიათ შეავსოთ თქვენი ბალანსი მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 99 ლარით.