მთავარი | კონტაქტი| English

სიახლე მომსახურებაში - შემდგომი გადახდის სისტემა

სიახლე!
მაგთი ფიქსის შემდგომი გადახდის სისტემა საშუალებას გაძლევთ,
ჯერ ისარგებლოთ მომსახურებით, ისაუბროთ, დააგროვოთ დავალიანება და მომდევნო თვეში დაფაროთ იგი.
მაგთი ფიქსის შემდგომი გადახდის სისტემა გთავაზობთ უკეთეს ტარიფებს!

  • მაგთი ფიქსთან საუბრობთ უფასოდ და ულიმიტოდ*
  • ნულოვან ბალანსზე ნომერი არ ითიშება
  • ჯერ საუბრობთ – შემდეგ იხდით

* 7-ლარიანი და 10-ლარიანი სატარიფო პაკეტების შეძენისას


------------------------------------


მაგთი ფიქსის ქსელში ჩართვისთანავე გაგიაქტიურდებათ და მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე ისარგებლებთ მაგთი ფიქსის შემდეგი ტარიფებით:
წუთის ღირებულება საქართველოს ნებისმიერ ფიქსირებულ ქსელზე - 4 თეთრი, მობილურ ქსელებზე – 20 თეთრი.

მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან კი ავტომატურად გაგიაქტიურდებათ შემდგომი გადახდის სისტემის 7-ლარიანი პაკეტი, თუმცა მაგთი ფიქსიდან 5501-ზე დარეკვით შეგიძლიათ უფასოდ აირჩიოთ 3-ლარიანი ან 10-ლარიანი სატარიფო პაკეტი. ტარიფის ცვლილება ძალაში შევა მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.


------------------------------------


მაგთი ფიქსის ნებისმიერ აბონენტს  ასარჩევად გთავაზობთ მომსახურების
3-ლარიან, 7-ლარიან და 10-ლარიან სატარიფო პაკეტებს:


5501
-ზე დარეკვით შეგიძლიათ მოისმინოთ ინფორმაცია სატარიფო პაკეტების შესახებ
და უფასოდ აირჩიოთ სასურველი პაკეტი. ტარიფის ცვლილება ძალაში შევა მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.



3-ლარიანი პაკეტი

  • ყოველთვე მიიღებთ 150 უფასო წუთს* მაგთი ფიქსის აბონენტებთან სასაუბროდ, რომლის ამოწურვის შემდეგ წუთის ღირებულება იქნება 2 თეთრი;
  • საქართველოს ნებისმიერ ფიქსირებულ ქსელზე დარეკავთ წუთში 4 თეთრად;
  • მობილური ქსელების აბონენტებთან – წუთში 20 თეთრად;
  • შესაძლებლობა გექნებათ, ყოველთვიურად დააგროვოთ დავალიანება 6 ლარამდე.

ამ სატარიფო პაკეტის ღირებულებაა  თვეში 3 ლარი.



7-ლარიანი პაკეტი

  • უფასოდ ისაუბრებთ მაგთი ფიქსის ყველა აბონენტთან;
  • საქართველოს ნებისმიერ ფიქსირებულ ქსელზე დარეკავთ წუთში 4 თეთრად;
  • მობილური ქსელების აბონენტებთან – წუთში 15 თეთრად;
  • შესაძლებლობა გექნებათ, ყოველთვიურად დააგროვოთ დავალიანება 10 ლარამდე.

ამ სატარიფო პაკეტის ღირებულებაა  თვეში 7 ლარი.



10-ლარიანი სატარიფო პაკეტი                                                                                               

  • უფასოდ ისაუბრებთ მაგთი ფიქსის ყველა აბონენტთან;
  • საქართველოს ნებისმიერ ფიქსირებულ ქსელზე დარეკავთ წუთში 4 თეთრად;
  • ყოველთვე მიიღებთ 30 უფასო წუთს* მობილური ქსელების აბონენტებთან სასაუბროდ, რომლის ამოწურვის შემდეგ მათთან ისაუბრებთ წუთში 11 თეთრად.
  • შესაძლებლობა გექნებათ, ყოველთვიურად დააგროვოთ დავალიანება 12 ლარამდე.

ამ სატარიფო პაკეტის ღირებულებაა  თვეში 10 ლარი


------------------------------------


*
დაუხარჯავი წუთები მომდევნო თვეზე არ გადადის.