SMS-ინკოგნიტო საშუალებას გაძლევთ მაგთი ფიქსიდან მაგთი ფიქსზე ან მობილურზე გააგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ისე, რომ ადრესატის ტელეფონის ეკრანზე არ დაფიქსირდეს თქვენი ნომერი.
SMS-ინკოგნიტოს გასაგზავნად მოკლე ტექსტური შეტყობინების აკრეფის რეჟიმში შეიყვანეთ ადრესატის რვანიშნა ნომერი (მაგ: 90XXXXXX), ინტერვალის გარეშე აკრიფეთ *, ტექსტი (რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 125 სიმბოლოს) და გააგზავნეთ ნომერზე 5244. ადრესატი თქვენს გზავნილს მიიღებს ნომრიდან 5244.
ტარიფი:
1 SMS-ინკოგნიტოს გაგზავნის ღირებულებაა 24 თეთრი