
უსადენო ინტერნეტის ყველაზე დიდი დაფარვის ზონა საქართველოში!
მაგთი ფიქსის მაღალსიჩქარიანი, უსადენო ინტერნეტი
EVDO USB მოდემი
მოკლე მიმოხილვა
მაგთი ფიქსის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის USB მოდემი ADU 520-A არის მოწყობილობა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი იქ, სადაც მაგთი ფიქსის დაფარვის ზონა ვრცელდება. მოდემი მუშაობს CDMA 450 MHz სიხშირეზე და თავსებადია CDMA EVDO REV-A ტექნოლოგიასთან.
ამ ტექნოლოგიით შეგიძლიათ ინფორმაცია ჩამოტვირთოთ 3.1 მეგაბიტამდე წამში სიჩქარით, და ატვირთოთ 1.8 მეგაბიტამდე წამში სიჩქარით.
ოპერაციულ სისტემებთან თავსებადობა და მოთხოვნები
მაგთი ფიქსის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის EVDO USB მოდემი ADU 520-A თავსებადია შემდეგ ოპერაციულ სისტემებთან:
Windows 2000
Windows XP (32 and 64 bit operating systems)
Windows Vista (32 and 64 bit operating systems)
Windows 7 საინსტალაციო დრაივერი
MAC OS (MAC OS 10.4 Tiger and MAC OS 10.5 Leopard) საინსტალაციო დრაივერი
MAC OS 10.6 Snow Leopard საინსტალაციო დრაივერი
მაგთი ფიქსის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მომსახურების პირობები და ტარიფები
- ქსელში ჩართვის ღირებულებაა 155 ლარი, EVDO USB მოდემი კი უფასოდ გადმოგეცემათ.
თუ მოდემი დაზიანდა თქვენივე მიზეზით, გთავაზობთ მის შეცვლას 60 ლარად.
- მაგთიკომი საშუალებას გაძლევთ, 48 საათის განმავლობაში საცდელ რეჟიმში ისარგებლოთ მოდემით და შეამოწმოთ, ხომ არ აქვს მოდემს რაიმე ტექნიკური წუნი, ან მუშაობს თუ არა თქვენთვის სასურველ ადგილას. თუ ვერ ისარგებლებთ მოდემით, ქსელში ჩართვიდან 48 საათის გასვლამდე შეგიძლიათ დაგვიბრუნოთ იგი, გადახდილი 155 ლარიდან კი 150 ლარი დაგიბრუნდებათ.
- ინტერნეტით 30-დღიანი სარგებლობისათვის გთავაზობთ, აირჩიოთ მომსახურების ორი პაკეტიდან სასურველი:
სტანდარტ-პაკეტი: აქტივაციისას იხდით 45 ლარს, საიდანაც 30 ლარი არის ინტერნეტით* 30-დღიანი სარგებლობის ღირებულება, 15 ლარი კი ავტომატურად დაირიცხება თქვენ მიერ წინასწარ არჩეულ მაგთის, ბალის, ბანის ან მაგთი ფიქსის ნომრის ანგარიშზე
* მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ისარგებლებთ, სანამ თქვენ მიერ მოხმარებული გიგაბაიტების რაოდენობა არ მიაღწევს 5 GB-ს. ამის შემდეგ, 30-დღიანი ვადის გასვლამდე ისარგებლებთ დაბალსიჩქარიანი ინტერნეტით.
თუ ქსელში ჩართვისას არ მიუთითეთ ნომერი, რომელზეც სტანდარტ-პაკეტის შეძენისას უნდა დაირიცხოს 15 ლარი, მიმდინარე თვეში ჩვეულებრივად გადაიხდით 45 ლარს და ვერ მიიღებთ ბონუსს. ნომრის არჩევა/შეცვლა შეგიძლიათ მაგთიკომის ოფისში უფასოდ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სიხშირით. ბონუსი, 15 ლარი დაირიცხება იმ ნომერზე, რომელიც ბოლოს გაქვთ არჩეული.
ეკონომ-პაკეტი: სერვისის 30-დღიანი აქტივაციისას იხდით 15 ლარს.
მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ისარგებლებთ, სანამ თქვენ მიერ მოხმარებული გიგაბაიტების რაოდენობა არ მიაღწევს 1 GB-ს, ამის შემდეგ, 30-დღიანი ვადის გასვლამდე ისარგებლებთ დაბალსიჩქარიანი ინტერნეტით.
თუ გსურთ, სერვისის 30-დღიანი ვადის გასვლამდე კვლავ ისარგებლოთ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, შეგიძლიათ თქვენი პერსონალური პორტალიდან (mymagtifix.ge) შეიძინოთ: 1000 MB 15 ლარად
შეძენილი მეგაბაიტები არ აკუმულირდება, ანუ 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ – განულდება. ინტერნეტპაკეტის შეძენა არ გამოიწვევს 30 დღიანი სერვისის ვადის შეცვლას.
მომსახურების სასურველი პაკეტის არჩევა შეგიძლიათ თქვენი ინდივიდუალური ინტერნეტ-პორტალიდან:
ინტერნეტ-პორტალზე www.mymagtifix.ge > სერვისის აქტივაცია > და აირჩიეთ სასურველი პაკეტი.
ანგარიშის შევსება
არსებობს მაგთი ფიქსის სწრაფი ინტერნეტის ანგარიშის შევსების რამდენიმე გზა:
1. მაგთიკომის მომსახურების ნებისმიერ ოფისში გადახდით.
2. მაგთის ან ბალის ნომრიდან USSD სერვი-მენიუს საშუალებით: აკრიფეთ *111 # OK, სერვის-მენიუში აირჩიეთ > EVDO > ანგარიშის შევსება და მიჰყევით ინსტრუქციას.
3. მომენტალური გადახდის აპარატებიდან.
4. პორტალიდან www.mymagtifix.ge. შეუერთეთ მოდემი კომპიუტერს, შედით თქვენს პერსონალურ ინტერნეტ-პორტალზე www.mymagtifix.ge > ანგარიშის შევსება > მონო-ბარათის კოდი.
5. მაგთის ან ბალის ნომრიდან თანხის გადარიცხვით
ანგარიშის შემოწმება
მაგთი ფიქსის სწრაფი ინტერნეტის ანგარიშის შემოწმება შესაძლებელია როგორც თქვენი პერსონალური ინტერნეტ-პორტალიდან: www.mymagtifix.ge ასევე მობილურიდან სერვის-მენიუს საშუალებით: აკრიფეთ * 111 # OK > EVDO და მიჰყევით ინსტრუქციას.
სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მოდემის ნომრის შეცვლა და გადაფორმება.