მთავარი | კონტაქტი| English
Magti Fix - Overall Connection

მოიგე ახალი მერსედესი მაგთისგან!

უკვე მაგთი ფიქსიის  აბონენტებსაც გეძლევათ შანსი მოიგოთ ახალი მერსედესი მაგთისგან პირდაპირ ეთერში, აბსოლუტურად გამჭვირვალე გათამაშებებში!

20 აგვისტოდან დარეკეთ ნომერზე 5959, გახდით მაგთის წამახალისებელი გათამაშების მონაწილე, გვიყურეთ ყოველ კვირა საღამოს, 20:45-ზე რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში, და აუცილებლად უპასუხეთ ჩვენს ზარს სტუდიიდან!

ზარის ღირებულებაა  50 თეთრი.
პირველი გათამაშება გაიმართება 6 სექტემბერს.

5959-ზე განხორციელებული ყოველი ზარის შედეგად თქვენი ნომრის ანგარიშზე დაირიცხება 7 ერთეული, რისი საშუალებითაც თქვენ შეძლებთ 7-ჯერ გამოიწეროთ დღის ასტროლოგიური პროგნოზი. ანგარიშზე დაგროვილი ერთეულების გამოყენება შეგიძლიათ 3 თვის განმავლობაში.

რაც უფრო ბევრჯერ დარეკავთ ნომერზე 5959, მით უფრო მეტია მოგების შანსი!

ყოველ კვირას გათამაშდება მერსედესი, 10 მაგთი ფიქსის ტელეფონი და 10 მაგთი ფიქსის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ-მოდემი.

ტრადიციულად, ყოველ გათამაშებაში გამოვლინდება ერთი აბონენტი, რომელმაც ყველაზე მეტჯერ დარეკა, მაგრამ მანქანა ვერ მოიგო.
ამ პრინციპით არჩეული აბონენტები მონაწილეობას მიიღებენ ფინალურ გათამაშებაში, სადაც მანქანის მოგების შანსი გაცილებით მაღალი იქნება.

სიახლე!
თუ მთელი გათამაშების განმავლობაში ყველაზე მეტჯერ დარეკავთ, მაგთისგან საჩუქრად მიიღებთ მერსედესს

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე  5900 (ზარი უფასოა)