მთავარი | კონტაქტი| English

კითხვა–პასუხი

თუ მაგთი ფიქსიდან საერთაშორისო ზარი განვახორციელე 8 18-ით,  8 14-ით ან რომელიმე, სხვა საერთაშორისო კოდის გამოყენებით, როგორ  დავიჩარჯები?
პასუხი: საზღვარგარეთ დარეკვისას მაგთი ფიქსის ტარიფი მოქმედებს მხოლოდ 00-ით განხორციელებულ ზარებზე. სხვა კოდის საშუალებით განხორციელებული ზარების  შემთხვევაში ვრცელდება შესაბამისი კომპანიის მიერ დაწესებული ტარიფები
 
უცხოეთში დარეკვის დაბალი ტარიფები აქციაა, თუ სულ ასე დარჩება?
პასუხი: ეს არ არის აქცია - ეს მაგთი ფიქსის ტარიფებია.
 
როგორ ჩავრთო მაგთი ფიქსზე ინტერნეტი?
პასუხი: მაგთი ფიქსის ნომერზე ინტერნეტ-სერვისი ჩართულია ავტომატურად, უფასოდ. სიჩქარე-153,6 კილობიტამდე წამში, ტარიფი - 1წუთი - 1თეთრი.
 
10 ლარად შეძენილი 200 წუთიდან, გამოუყენებელი წუთები 30 დღის შემდეგ გამიუქმდება, თუ არა?
პასუხი: შეძენილი  200 წუთით სარგებლობის ვადაა 30 დღე, გამოუყენებელი  წუთები შეგენახებათ და დაემატება ახალ შეძენილი წუთებს.
 
შემიძლია, თუ არა ავიღო დეტალური ამონაბეჭდი?
პასუხი: მაგთი ფიქსზე დეტალური ამონაბეჭდის აღება შესაძლებელია მაგთიკომის ნებისმიერ ოფისში ნომრის მფლობელის მიერ, პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე.
 
შემიძლია თუ არა მაგთიკომის ოფისში შევაკეთო  მაგთი ფიქსის აპარატი, ან შევიძინო მისი ნაწილები?
პასუხი: მაგთი ფიქსის აპარატის ნაწილები მაგთიკომის ოფისებში არ იყიდება, აპარატის დაზიანების შემთხვევაში მიმართეთ ტექნიკოსს.
 
შემიძლია თუ არა მაგთი ფიქსის აპარატი  წავიღო საზღვარგარეთ?
პასუხი: მაგთი ფიქსს არ აქვს როუმინგული მომსახურება, ამიტომ აპარატით საზღვარგარეთ ვერ ისარგებლებთ.
 
იგზავნება თუ არა საზღვარგარეთიდან მაგთი ფიქსზე SMS?
პასუხი: საზღვარგარეთიდან მაგთი ფიქსზე და პირიქით, მაგთი ფიქსიდან საზღვარგარეთ  SMS არ იგზავნება.
 
მაგთი ფიქსის ტელეფონის დასატენად მაგთი ფიქსის დამტენის გარდა  შემიძლია გამოვიყენო სხვა დამტენი საშუალებები?
პასუხი: მაგთი ფიქსის ტელეფონის დამუხტვა შეიძლება მხოლოდ მაგთი ფიქსის  დამტენის დენის წყაროსთან მიერთებით.
 
ცხელ ხაზზე, 032 217 00 00 მაგთის, ბალის, ბანისა და მაგთი ფიქსის ნებისმიერი ნომრიდან ზარი უფასოა?
პასუხი:

მაგთიდან, ბალიდან, ბანიდან და მაგთი ფიქსიდან  032 217 00 00 -ზე დარეკვა უფასოა, სხვა ქსელებიდან დარეკვა კი ფასიანი და ტარიფი განისაზღვრება იმ კონკრეტული ქსელის ოპერატორის მიერ, საიდანაც ზარი ხორციელდება

 
თუ ბანის ნომერი ავირჩიე საყვარელ ნომრად დამირეკავს თუ არა ის 5 თეთრად?
პასუხი:

საყვარელ ნომრად არჩეული ბანის ნომერი 5 თეთრად დაგირეკავთ

 
გამიაქტიურებს თუ არა ბანის აბონენტი მონო-ბარათს?
პასუხი:

ბანის აბონენტი მაგთი ფიქსის აბონენტს მონო-ბარათს გაუაქტიურებს.