მაგთიკომი განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა
ბოლო დროს მაგთიკომში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები მოიცავს:

- მაგთიკომის მიერ კავკასუს ონლაინის საოპერაციო აქტივების შეძენას.

მაგთიკომსა და კავკასუს ონლაინს შორის საოპერაციო აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებას ხელი მიმდინარე წლის 30 მაისს მოეწერა.

- მაგთიკომის მიერ 4.5G (LTE-Advanced) ქსელის გაშვებას.
2016 წლის 3 ივნისს მაგთიკომმა პირველად საქართველოში მომხმარებლებს მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგია - 4.5G ქსელი შესთავაზა. ქსელის კომერციულად გაშვება ლიცენზიის მიღების დღესვე მოხდა.

მაგთიკომი საქართველოში ერთადერთი ოპერატორია, რომელსაც შეუძლია სრული საკომუნიკაციო მომსახურება შესთავაზოს მომხმარებლებს:

- 2 ტიპის ინტერნეტი - მობილური და საკაბელო;
- 2 ტიპის ტელევიზია - თანამგზავრული და IPTV;
- 2 ტიპის ფიქსირებულ ტელეფონია - რადიო და საკაბელო;
- მობილური ტელეფონია - რომელიც მობილური სატელეკომუნიკაციო სამყაროს განვითარების ყველა საფეხურს მოიცავს: 2G, 3G, 4G ქსელებს, რასაც ახლა უკვე მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგია - 4.5G ქსელი დაემატა.
დღეისათვის მაგთიკომი ერთადერთი ოპერატორია ქართულ ბაზარზე, რომელიც ორი სიხშირული სპექტრის (800 MHz და 1800 MHz) კომბინაციით, მომხმარებელს 4.5G (LTE-Advanced) ქსელს სთავაზობს. 4.5G ქსელის მთავარი უპირატესობაა სიგნალის მკვეთრად გაზრდილი შეღწევადობა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 4.5G ქსელში ერთი სადგური გაცილებით უფრო ვრცელი ტერიტორიის დაფარვას უზრუნველყოფს და, შესაბამისად, მეტი მომხმარებლის მომსახურების შესაძლებლობას იძლევა გაზრდილი ინტერნეტსიჩქარით.

წლების განმავლობაში მაგთიკომს ინტერნეტმოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს (რასაც ადასტურებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემები https://analytics.gncc.ge/ka/statistics/?c=mobiles&sid=148681&f=mobinttraffic&exp=traffic). ეს იმას მოწმობს, რომ მობილური ინტერნეტის აქტიური მომხმარებლები მეტწილად მაგთიკომის ქსელით სარგებლობენ. LTE Advanced ტექნოლოგიის დანერგვის შედეგად კი მაგთიკომის მოხმარებელი უფრო სწრაფი მობილური ინტერნეტით ისარგებლებს.

მაგთიკომი ქართულ ბაზარზე, ტრადიციულად, ლიდერობს ინოვაციური უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით და საბაზო სადგურების რაოდენობით, რაც განაპირობებს დაფარვის ვრცელ არეალს, სტაბილურად მაღალ ხარისხს და საიმედო ქსელს.

მაგთიკომის მიერ 4G და 4.5G ქსელების მხოლოდ ლიცენზირებისთვის გაწეულმა ინვესტიციამ 180 მილიონ ლარს გადააჭარბა. აღნიშნული თანხა მთლიანად საქართველოს ბიუჯეტში მიემართება. ამას ემატება მრავალმილიონიანი ინვესტიცია, რაც უშუალოდ ქსელის ტექნიკურ გამართვას ესაჭიროება. მიუხედავად აღნიშნული ინვესტიციებისა, მაგთიკომმა ინტერნეტპაკეტების ტარიფები უცვლელი დატოვა.

სრული საკომუნიკაციო სერვისის შესათავაზებლად, მაგთიკომმა ინტეგრაციის პროცესისთვის მზადება დაიწყო.
კავკასუს ონლაინის კორპორაციული და საცალო მომსახურებისთვის საჭირო საოპერაციო აქტივების მაგთიკომისთვის გადაცემის პროცესი, სავარაუდოდ, 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყება, რამდენიმე თვე გაგრძელდება და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ინტეგრაციის პროცესში მომხმარებლებს შეუფერხებლად, უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებათ ყველა მომსახურება. ინტეგრაციის დასრულების შემდეგ კი მომხმარებლები მათ საჭიროებებზე და მოთხოვნებზე მორგებულ, მრავალფეროვან და ინოვაციურ პროდუქტებს მიიღებენ.
იხილეთ სხვა სიახლეები