განცხადება მომსახურების მიმწოდებლის ცვლილების შესახებ
შპს „მაგთიკომსა“და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რის საფუძველზეც „კავკასუს ონლაინი“ გადასცემს „მაგთიკომს“ კორპორატიული და საცალო მომსახურების გასაწევად საჭირო ყველა აქტივს.
მხარეები გეგმავენ აქტივების მიწოდების პროცესის დასრულებას მიმდინარე წლის 1 აგვისტოსთვის, რის შემდეგაც „კავკასუს ონლაინის“ ნაცვლად მომსახურებას გაგიწევთ „მაგთიკომი.“

საკაბელო ინტერნეტის, ინტერნეტ-ტელევიზიის, ფიქსირებული ტელეფონიის და ჰოსთინგის მომსახურების მიმწოდებლის ცვლილების თარიღიდან, 1 აგვისტოდან, „მაგთიკომი“ ჩაანაცვლებს „კავკასუს ონლაინს“ და იკისრებს ყველა იმ ვალდებულებას და გამოიყენებს ყველა იმ უფლებას, რაც გათვალისწინებულია თქვენსა და „კავკასუს ონლაინს“ შორის მოქმედ ხელშეკრულებაში.
აქტივების გადაცემის პროცესი და მომსახურების მიმწოდებლის ცვლილება არ შეაფერხებს თქვენთვის მომსახურების მიწოდებას.

1 აგვისტოდან:
  • „მაგთიკომი“ უზრუნველყოფს თქვენთვის მომსახურების შეუფერხებელ მიწოდებას;
  • მომსახურებას მიიღებთ მაგთიკომის ოფისებში (თბილისის ნებისმიერ ოფისში და რიგ რეგიონალურ ოფისებში);
  • გადახდის მეთოდები რჩება უცვლელი;
  • ცხელი ხაზის ნომერი რჩება უცვლელი.

მაგთიკომი საბანკო ანგარიში:
შპს „მაგთიკომი“
ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ N7
საიდ.კოდი: 204876606
ვითიბი ბანკი ჯორჯიას ცენტრალური ფილიალი:
ბანკის კოდი № UGEBGE22
ა/ა GE73VT6600000000423607

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!


იხილეთ სხვა სიახლეები